კობა ლურსმანაშვილი სოფელ ჩრდილში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
ადგილობრივი მაცხოვრებელები მერთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა.
სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო.
შესრულებულ სამუშაოებს ხარაგაულის მერი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დავით კიკნაძესთან, საკრებულოს წევრებთან პაატა გოგოლაძესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან და მერის წარმომადგენელთან , ბესიკ დალალიშვილთან ერთად გაეცნო.
ტალახაძეების უბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია.სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს ,,გგ“ პროექტებს წინსწრებით ასრულებს.
მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.