სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/307638189_5493349447366861_1293784612492213126_n.jpg

ხარაგაულის 11 სოფელში ახალი გზა  გაკეთდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხის სრულად და წარმატებით ათვისების გამო, მეორე ეტაპზე, 2 150 000 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაემატა.

 ჯამში, 2 650 000 ლარით 11 პროექტი დაფინანსდა.

 ხარაგაულის მერი, პროექტების მიმდინარეობის მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს და აცხადებს, რომ პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება, მათგან რამდენიმე გარდამავალია და შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში, მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოების წინსწრებით შესრულდება.

 გამოყოფილი დაფინანსებით 11 პროექტი შემდეგ სოფლებში განხორციელდება:

 სოფელ მაქათუბანში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;

სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი (ბერაძეებისა და ზვიადაძეების უბანი);

სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ჩხაკოურის უბანი)

 სოფელ ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია;

 სოფელ ღორეშაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი);

სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

 სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია(მესერიძეებისნ უბანი);

სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

 სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

 სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;

სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

ნანახია: 497 - ჯერ