სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0243.JPG

საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, პირველი მოადგილესთან  ვარლამ ჭიპაშვილთან და მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად  ესწრებოდა.

 

სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

 

სხდომაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

 

მერის  ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე გამოყოფილი თანხა სრულად აითვისა  და ყველა პროექტი ვადებში დასრულდა. თანხების ეფექტურად განკარგვის გამო, ხარაგაულს მეორე ეტაპზე, 2 150 000 ლარი გამოეყო. აღნიშნულ თანხას თანადაფინანსების სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარი დაემატა, რომლითაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  11 სოფელში განხორციელდება.

 

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

 

ცნობად იქნა მიღებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის გათავისუფლება.

 

დადებითად შეფასდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სათნოების

სახლი“ - ს ხელმძღვანელის, თამარ შავიძის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

 

ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ წიფის, სოფელ წყალაფორეთის სოფელ ზვარის და სოფელ კიცხის სასოფლო ამბულატორიების

უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში

უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების

შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03

დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის ცნობად მიღების თაობაზე

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოების და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის

მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული

(ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული

ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მომხს: ინგა თურქაძე

 

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N

50 /69.692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების

შეტანის ცნობად მიღების თაობაზე

მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11

დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

 

სხდომაზე სხვადასხვა საკითხად მოსმენილი იქნა შემდეგი ინფორმაციები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ

დაწესებულებების საშეშე მერქნით მომარაგების მდგომარეობის შესახებ

მომხს: სოსო ფოფხაძე

 

მთავრობის დადგენილების შესაბამისად სოციალურად დაუცველი

მოქალაქეების დასაქმების მიმდინარეობის შესახებ

მომხს: კიაზო გამრეკელაშვილი

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

შინაური ცხოველების აცრების ჩატარების მდგომარეობისა და ცხოველთა

მიერ მოქალაქეთა დაკბენის ფაქტებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

მომხს: ავთანდილ ვეფხვაძე

 

ნანახია: 807 - ჯერ