სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/311027247_5499308186773078_4624634561192770446_n.jpg

ლიტერატურული კონკურსის  ,,ოდეონი' - ს შედეგები ცნობილია

დღეს ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი“-ს ჟიურიმ სამუშაო ფორმატში  საკონკურსო ნამუშევრები განიხილა და შედეგები შეაჯამა.

პირველი ადგილზე,  პოეზიის ჟანრში,  ვალერი გოგნაძე დასახელდა.

მეორე ადგილზე,  პროზაში,  ირინა კუპატაძე, დასახელდა.

მესამე ადგილზე, პროზის ჟანრში, ჟიურის გადაწყვეტილებით  შორენა ღამბაშიძე.

ჟიურის წევრი მზიკო აბულაძე ამბობს, რომ  ახალ ამპლუაში ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო.

,,ნამუშევრების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები იყო თუ როგორ პასუხობდა თემას, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, და ასევე იკვეთებოდა თუ არა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა.“

ირინე ჩხეიძე:

,,განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ და უფრო ემოციებზე გავაკეთე აქცენტი. რა თქმა უნდა, ემოციები იყო,  რადგან თვითონ თემაა ემოციური და კონკურსი, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  მიმდინარეობდა. ნაშრომების უმრავლესობა ამ თემაზეა შექმნილი. მიხარია რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც სოხუმი არ ახსოვთ, საინტერესო ჩანახატები სწორედ ამ თემაზე შექმნეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.“

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

  1. იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი
  2. მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
  3. ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი;
  4. ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის“ დამაარსებლის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 19 საკონკურსო ნამუშევარი ერთ წიგნად დაიბეჭდება.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა , ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამართა. 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 905 - ჯერ