სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/310394938_393195899686636_3493567423073203482_n.jpg

ხარაგაულის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსად მარინა კვინიკაძე დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, დახურული კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა.
მარინა კვინიკაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
მუშაობდა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნად, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ.
მარინა კვინიკაძე 2011 წლიდან, ამ დრომდე, ზესტაფონის რაიონული მოსამართლის თანაშემწის ადგილს იკავებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1579 - ჯერ