სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0105.JPG

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე ხარაგაულში

,,ჩაიფიქრე_ხარაგაული“ - ახალი ტურისტულ-რეკრეაციული სივრცე, სულ მალე ხარაგაულელების საყვარელი ადგილი გახდება.  

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის განხორციელებით დაინტერესდა და ახალი რეკრეაციული სივრცე მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაათვალიერა.  

ხარაგაულის სერზე, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად  სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. დარჩენილია პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც ახალი ტურისტულ - რეკრეაციული სივრცე  სრულ სახეს მიიღებს.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა  ორ ადგილიანი საქანელა, ფოტოს გადასაღები ჩარჩო და ფანჩატური.

ხარაგაულის მერმა ახალი სივრცე ბავშვებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის უსაფრთხოების დეტალებით დაინტერესდა.

ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , მალე საინტერესო და სიმბოლური დატვირთვის მქონე გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის.

პროექტი კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი იდეაა, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

იდეა, ხარაგაულელ ზურაბ თაბუკაშვილს ეკუთვნის.

პროექტის ღირებულება  10 279 ლარს შეადგენს.

ნანახია: 722 - ჯერ