სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0126.JPG

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

მიმდინარე სამუშაოებს მერი, ინფრასტრუქტურული მიმართულების ხელმძღვანელთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად გაეცნო და სამუშაო პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

კობა ლურსმანაშვილი:

,, პროექტის მიმდინარეობისას მოხდა გარკვეული კორექტირებები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და გაამრავალფეროვნებს ცენტრალური პარკის საბოლოო სახეს.| სამუშაოები საკმაოდ დიდია. ჩვენ არა მარტო დაჩქარებულ ტემპს ვითხოვთ, არამედ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე ვართ ორინეტირებულები. წლის ბოლოს ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. მშენებელი კომპანიის პასუხი არის რომ ისინი სახელშეკრულებო ვადებში ჩაეტევიან.

 ჩემი, ისევე როგორც ნებისმიერი ხარაგაულელის სურვილი და მოლოდინი არის, რომ ხარისხიანი, ყველასთვის მოსაწონი და შინაარსობრივად დატვირთული პარკი მივიღოთ.

 ხარაგაულელებს სჯეროდეთ ჩვენ ყურადღებას არ დავაკლებთ პროექტის მიმდინარეობას. მერია მონიტორინგს გაუწევს, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ იმ თანხით, რაც პროექტის განსახორციელებლად გამოიყო“- ამბობს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

პროექტის კონცეფციის შესაბამისად, ხარაგაულის ცენტრალური პარკი ყველა თაობის წარმომადგენელისთვის იქნება შინაარსობრივად დატვირთული. გასართობი ცენტრი, კაფე-ბარი , ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი სხვადასხვა ლოკაციები ერთ სივრცეში იქნება განთავსებული.

 ახალი რეკრეაციული ზონა , 10500 კვმ-ზე იქნება განაშენიანებული.

 

ნანახია: 774 - ჯერ