სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/312382300_3535336460028010_3123176585887817160_n_1.png

ხარაგაული_იაპონიის საელჩოს საგრანტო_ პროგრამის (GGP) გამარჯვებულია

 ხარაგაული იაპონიის საელჩოს საგრანტო_ პროგრამის (GGP) გამარჯვებულია 
 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს-„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის(GGP)“ -გამარჯვებული გახდა.
 ინფორმაციას ამის შესახებ, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გვაწვდის.
,,საამაყოა, რომ ხარაგაულის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხარაგაულის მერიას გრანტი არასდროს მიუღია და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა."- აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.
 საპროექტო განაცხადი, მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორმა, ეკა შავიძემ და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ, მოამზადეს.
გრანტის ფარგლებში ხარაგაულის მერია, 61 864 დოლარს მიიღებს და აღნიშნული თანხით, ახალი ექსკავატორ-დამტვირთველის(JCB ტრაქტორი) შეძენა მოხდება.
სპეც-ტექნიკით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.
 1998 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.
ნანახია: 866 - ჯერ