სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0559.JPG

თოჯინების თეატრმა პრემიერა გამართა

დღეს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა სპექტაკლის - „იისფერა“ პრემიერა გამართა. თეატრის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ სპექტაკლი პატარებისთვის გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგა.

სპექტაკლმა ოვაციების ფონზე ჩაიარა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სპექტაკლს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ:

ჭრელა ჩიტი - ირინე ჩხეიძე;

იისფერა, თაგუნია - მაია ბერაძე;

თევზი დგაფინა - ლუიზა კიკნაძე;

კატა - გიორგი ჭიპაშვილი

გენერალი - ნიკოლოზ წიკლაური;

ყვავილი - მანანა ოსანაძე.

მხატვარი  - გაიოზ შუბითიძე;

ოპერატორები - დავით კვირიკაშვილი და ირაკლი შარიქაძე.

მაყურებლის თხოვნით, სპექტაკლი  ხარაგაულის კინოთეატრში 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაიმართება.

ბილეთის ფასი 3 ლარი.

 

 

ნანახია: 681 - ჯერ