ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ იწყება. პროექტის ორგანიზატორია ა.(ა)ი.პ. „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
კონკურსის მიზანი ნიჭიერი, შემოქმედი, ახალგზრდების გამოვლენა და მათი წახალისებაა.
საკონკურსო თემა ხარაგაული იქნება. მოსწავლეებს შეუძლიათ ნ ზეინაბ ბუაჩიძის წიგნით - „ხარაგაულის ქრონიკები“ და იზა ვეფხვაძის წიგნით - „ხარაგაული“ იხელძღვანელონ.
კონკურსი ზონების მიხედვით გაიმართება და მასში მონაწილეობა IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ.
ბორითის ზონაზე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, კონკურსი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ:
კიცხის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს 11 საათზე შემდეგი საჯარო სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
მოლითის საჯარო სკოლა 25 ნოემბერს, 11-საათი .
დაბა ხარაგაულში შეხვედრა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში 6 დეკემბერს 11 საათზე დაიწყება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრში 20 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება. გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.