ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის” დისტანციურ კონკურსში კვალავ ჩაერთონ.
დღეს, 22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის 26-ვე სკოლის 216 მოსწავლე შემდეგი კლასობრივი განაწილებით მონაწილეობდა: VIII კლასი - 53, IX კლასი - 48, X კლასი - 43 და XI კლასი -72 მოსწავლე.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით 82 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
კონკურსის II ეტაპი 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ხარაგაული II ეტაპის მონაწილეთა სია