სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული.

საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ:

ორცხობილა. შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი).

ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი).

რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი)

შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი).

კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი).

შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი).

რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი).

ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი).

წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

ნანახია: 1120 - ჯერ