ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, ასევე, ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი.
ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა.
13:30 – 14:00 საათი - რეაბილიტირებული ,,დევების ქანდაკებებისა“ და მიმდებარე სკვერის გახსნა. კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია
14:00 - შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები (ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა)
თეატრალიზებული პერფომანსი საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები.
წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,,ძველი ხარაგაული“. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები, ბუკლეტები და გზამკვლევები.
15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი.