სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dhh.jpg

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას ეხმაურება.

,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული.

თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია, ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე.“

ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს - ნათქვამია ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.

ნანახია: 540 - ჯერ