სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_1477916536023746_1.jpeg

9 აპრილის სკვერში კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დადგმა იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე უძღვებოდა.
 სხდომას ესწრება მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მან გარკვეული განმარტებები გააკეთა წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
1. დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის შესახვევში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეუნეო დანიშნულების მიწის მონაკვეთზე, (ს.კ. 36.01.31.240) კერძოდ, 9 აპრილის სახელობის სკვერში, გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
 
აღნიშნული საკითხი, ვარლამ ჭიპაშვილმა წარადგინა, მისი განცხადებით ხარაგაულში,  გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის 9 აპრილის სკვერში დადგმა იგეგმება.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვლისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროეტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახელებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
 საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ გააცნო.
სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად შეფასდა.
ნანახია: 432 - ჯერ