1 დეკემბერს, ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ იმსჯელა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუზა კელენჯერიძე ხელმძღვანელონდა.
კომისიამ 10 საპატიო ხარაგაულელის კანდიდატურა განიხილა.
საპატიო ხარაგაულელების ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის 3 დეკემბერს, ხარაგაულობის დღესასწაულზე, საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.