სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/283148174_3372062229707593_1148878489967083725_n_1.jpg

ხარაგაულის მერია ხარაგაულელებს ხარაგაულობაზე გიწვევთ

,,წელს პირველად ხარაგაული ოფიციალურად აღნიშნავს ხარაგაულობას.ჩვენ გვინდა ეს დღე ყველა ხარაგაულელისთვის ზეიმის, და დადებითი ემოციების დღედ იქცეს. ვფიქრობთ, ხარაგაული მომავალ წელს ,,ხარაგაულობას" კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშნავს. მინდა დიდი პატივისცემით, მოვიწვიო ყველა ხარაგაულელი წლის მთავარ ღონისძიებაზე." 
.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, ასევე, ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი.
 
 ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
 
13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა.
 
13:30 – 14:00 საათი -  რეაბილიტირებული ,,დევების ქანდაკებებისა“ და მიმდებარე სკვერის გახსნა. კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია
 
14:00 - შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები (ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა)
 
თეატრალიზებული პერფომანსი, საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები.
 
წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,,ძველი ხარაგაული“. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები, ბუკლეტები და გზამკვლევები.
 
15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი.
ნანახია: 855 - ჯერ