სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/nugzar.jpg

საპატიო ხარაგაულელი, ნუგზარ ნავაძე ხარაგაულელებს ხარაგაულობას ულოცავს

ყველა ხარაგაულელს და ხარაგაულის მოყვარულს, ვულოცავ ხარაგაულელობას. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ ცხოვრებას და ყოველწლიურად უფრო და უფრო გალალამაზებულ და კეთილმოწყობილ ხარაგაულს. დღეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება რამოდენიმე პიროვნებას.  ამ საქმისადმი მუნიციპალიტეტის მერის და შესაბამისი კომისიის მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ღირსეულთა შორის ღირსეულები იქნებიან. ყველა მათგანს ვულოცავ ამ დიდ დაფასებას და  აღიარებას.

      ვწუხვარ, რომ ვერ ვესწრები ხარაგაულელობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და უშუალოდ ადგილზე ვერ ვათვალიერებ უკანასკნელ პერიოდში მუნიციპალური პროგრამებით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაო პროცესებს. მრავალ ხარაგაულელობას დაესწარით ძვირფასო მეგობრებო.

       პატივისცემით და სიყვარულით, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე.

ნანახია: 773 - ჯერ