სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd1544asd_1.jpg

ევსემ შველიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სპორტსმენ, ევსემ შველიძეს მიენიჭა.

ევსემ შველიძე 23 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის სამსახურის ჭიდაობის მიმართულების კონსულტანტია თავისუფალ ჭიდაობაში.

ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებში გამოირჩეოდა სპორტული მონაცემებით, მწვრთნელის ანზორ მაღრაძის ხელმძღვანელობით იგი სისტემატურად მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა რესპუბლიკურ ასპარეზობებში. ევსემ შველიძის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში, დიდი წვლილი მიუძღვის ასევე მის მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს. ევსემმა 2018 წელს ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.

2022 წელს ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მან პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა.

მასზე მწვრთნელები დიდ იმედებს ამყარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლებში, ახალგაზრდებში, კოლეგებსა და ფართო საზოგადოებაში.

საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების ცერემონია კინოთეატრში  ხარაგაულობის დღესასწაულის საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

 

ნანახია: 592 - ჯერ