დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა ის პროექტები მოიწონეს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2023 წელს დასაფინანსებელ პროექტთა ნუსხას დაემატება.
ეს პროექტებია: ბაზალეთის, წყალაფორეთის, ვარძიისა და კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია; ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (გაღმა ვაშლევი); ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (სარალიძეების უბანი); ზვარეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭენჭეხის უბანი).
ბიუროს წევრებმა ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე
აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 15 დეკმბერს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.