სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfkbznf.JPG

ბორითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  შეხვედრები დღეს  ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

ვარლამ ჭიპაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან , მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და მერის წარმომადგენელთან ხათუნა ჯობაძესთან ერთად  თითოეულ სოფელში, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში განიხილავდა საპროექტო წინადადებებს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ბორითში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დასრულდება გოჭოურის უბანში, უკვე შეძენილი მასალებით მოეწყობა მდინარეზე გადასასვლელი ხიდი  და ასევე წყლის სისტემისთვის შეიძენენ მილებს.

ერეთა

ერეთაში მოსახლეობამ პრიორიტეტი  არსებული სამანქანო ხიდის რეაბილიტაციასა და დინარის უბანში ნაპირსამაგრის მოწყობას მიანიჭა.

ციხისძირი

გამოყოფილი თანხით, ციხისძირში გზის რთული მონაკვეთები მოიხრეშება, ასევე,  ბეტონის საფარი დაიგება სავალი გზის გარკვეულ მონაკვეთზე ანგარის უბანში.

საქასრია

ხმათა უმრავლესობით, რკინის ხიდის უბანში წყლის სისტემის რებილიტაცია  და შესყიდული მასალებით ხიდის მშენებლობა გადაწყდა.

გარე განათების ქსელის მოწყობა მოითხოვა მოსახლეობამ დარბაზის უბანში.

ასევე დაიგეგმა გზის გაწმენდა  გასწორხაზოვნება ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობა.

მაქათუბანი

მაქათუბნელების ინიციატივით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდება ცენტრალური ავტომაგისტრალის მიმდებარე უბანში.

სოფელი წყლის სისტემის გასამართავად ასევე შეიძენს მილებს.

მოსახლეობამ ასევე მნიშვნელოვნად  მიიჩნია გზის გაწმენდა - გასწორხაზოვნება ზუმბაძეების უბანში და ჩხერითუბნის ეკლესიის შემოღობვა.

ვაშლევი

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,

ვაშლევის გაღმა უბანში გარე განათების ქსელს მოაწყობენ.

კრებაზე ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტი მიენიჭა ასევე სკვერის მოსაწყობად ინვენტარის შეძენას.

ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით წყლის სისტემა მოეწყობა.

სოფლისთვის გამოყოფილი თანხა დაიხარჯება ასევე სოფლის სასაფლაოს შემოსაღობად და კეთილმოსაწყობად.

უბისა

სოფელ უბისაში მოსახლეობამ უბისის სკოლიდან ცივწყაროსკენ გარე გაათების ქსელის მოწყობა და სოფლის  სკვერისთვის ინვენტარის შეძენა გადაწყვიტა.

ბორითის ადმინისტრაციულ ერთერულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

98 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან ბორითში - 16 ათასი.

უბისაში , მაქათუბანში, საქასრიასა და ვაშლევში - 48 ათასი (თითოეულ სოფელში 12 ათასი ლარი)  კვესრევში, ამაშუკეთში, ერეთასა და ციხისძირში - 40 ათასი ( თითოეულ სოფელში 10 ათასი ლარი).

 

 

 

ნანახია: 230 - ჯერ