სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fae.jpeg

სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს.

დღეს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სარგვეშის, ხორითის, საბის და მიროწმინდის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე, მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, მერის წარმომადგენელთან , ვეფხვია ვეფხვაძესთან და ლაშის - ბაზალეთის - სარგვეშის და ღორეშის მაჟორიტარ დეპუტატთან, პავლე კიკალიშვილთან ერთად დაესწრო.

მოსახლეობა  სოფლის საერთო კრებებზე ღიად მსჯელობს, თუ რომელი პრობლემატური საკითხი გადაჭრან დადებითად იმ დაფინანსებით, რომელიც სოფელს ხვდა წილად.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში:

ხორითში მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა და საუბნო გზის შეკეთება გადაწყვიტა.

 საბეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სკვერს მოაწყობენ და ბიბლიოთეკას შემოღობავენ.

მიროწმინდაში გარე განათების ქსელის მოწყობა მიიჩნიეს პრიორიტეტულად.

სარგვეშში შესარჩევ წინადადებებს შორის მოსახლეობამ პრიორიტეტად გარე განათების ქსელის მოწყობა და საუბნო გზის შეკეთება მიიჩნია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.

შემდეგი შეხვედრა ხვალ, 27 იანვარს, ბაზალეთის და ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.

 

ნანახია: 526 - ჯერ