სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfbz.JPG

დავით დევდარიანმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ღორეშაში შეხვედრა გამართა

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი დღეს სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ღორეშაში გამართულ შეხვედრას ხელმძღვანელობდა.

კრება დავით დევდარიანმა, მერის წარმომადგენელთან, გურამ კურტანიძესთან ერთად წარმართა.

სოფელ ღორეშაში ადგილობრივებმა სოფლისთვის მნიშვნელოვან საპროექტო წინადადებებზე ღიად იმსჯელეს.

მერის მოადგილემ,თითოეული იდეა ყურადღებით მოისმინა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ღორეშის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას აძლევს 16 მიმართულების იდეა რეალობად, ხოლო გამოწვევა შესაძლებლობად აქციოს.

სოფლის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ოქმში ასახეს, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა, ბაჩო შველიძემ და ია არღუნაშვილმა.

იმ დაფინანსებით, რომელიც სოფელს შეხვდა, ღორეშაში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია ღორეშის პირველ და მეორე უბანში.

 მესამე უბანში არსებულ შინმოუსვლელთა მემორიალზე და ვაჟას ხეივანში განათების მოწყობა.

სასაფლაოს გზის რეაბილიატაცია კვადოურის უბანში.

ორი მოსაცდელის რეაბილიტაცია.

იჩქიტიძეების გზაგასაყართან ერთი ახალი მოსაცდელის აშენება.

კოპაძე- სახვაძეების უბნის გზის მონაკვეთის მობეტონება.

ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული, აღნიშნული საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად, მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის მერიისგან თანადაფინანსებას მიიღებს.

ნანახია: 502 - ჯერ