სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93.jpg

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერია დაიწყო

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის პირველი თამაში დასრულდა. წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეულმა თამაში გამარჯვებით, ანგარიშით 6:2 დაასრულა.

დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ:

გივი კურტანიძე

თამარ ფცქიალაძე

ზეინაბ ბუაჩიძე

გია ლომსაძე

მაკა გელაშვილი

თამარ სებისკვერაძე

დღის საუკეთესო მოაზროვნედ გივი კურტანიძე დასახელდა.

თამაშებს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი წარმართავს.

ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას:

6 თებერვალი -დავით ჩადუნელის ექვსეული

13 თებერვალი -სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეული

20 თებერვალი - ვერა ოდიკაძის ექვსეული

ინტელექტუალურ თამაშებს 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაში დაასრულებს.

 

ნანახია: 243 - ჯერ