სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dvs.jpeg

ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

24 იანვრიდან 3 თებერვლამდე, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის თითოეულ სოფელში,  ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლეობასთან ერთად განიხილავდა.წყალი, გარე განათება, საუბნო გზების შეკეთება - ეს ის ძირითადი საჭიროებებია, რომელიც მოსახლეობის მხრიდან სოფლის საერთო კრებებზე ყველაზე ხშირად სახელდებოდა.

დღეს, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრო.

საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა.

 

ნანახია: 669 - ჯერ