სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbb.jpg

მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან - რას სთხოვს ხარაგაულის მერი წარმომადგენლებს

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გახლდათ.

ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში, 74 შეხვედრა ჩაატარა.

თათბირზე მერმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებული წინადადებებმა დროულად მიიღოს პროექტის ფორმა , რომელზედაც მერია შესყიდვას,  პროცედურების დაცვით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

მერმა კიდევ ერთხელ ნათლად განმარტა რა გზას გადის მერია თითოეული პროექტის განხორციელებისთვის იდეიდან - სამუშაოების შესრულებამდე, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

ხარაგაულის მერმა შეხვედრის დროს ყურადღება კიდევ ერთხელ   გაამახვილა მოქალაქეებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

კობა ლურსმანაშვილი თვლის,რომ ხარაგაულის მერიას აქვს მზაობა, სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფების საჭიროებები, შესაძლებლობების ფარგლებში დააკმაყოფილოს.

სწორედ ამიტომ მერის წარმომადგენლებს ხალხთან ახლო და მუდმივი კომუნიკაცია დაევალათ.

 

ნანახია: 434 - ჯერ