სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/lena_7.jpg

ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებლოს წევრი, ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს.

ფორუმი სახელწოდებით ,,საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიიისთვის”,  თბილისში 9 თებერვალს გაიმართება.

ლენა აბაშიძე ფორუმზე საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კარგი პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებს საზოგადოებას.

ღონიძიებას ასევე დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,  მზია გიორგობიანი.

კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში, პროგრამის დირექტორი, დოქტორი ქრიტოფ ბაიერი.

 საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ფორუმის თემა გახლავთ,  ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ადგილობირივი თვითმმართველობის დონეზე - საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

ღონისძიების მიზანია: თვითმმართველობის, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების ხელშეწყობა.

წარმოდგენილი იქნება: პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები:

 პორტალი www.chemisakrebulo.ge;

საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი;

 საკრებულოს წევრის ბლოკნოტი;

 ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი;

ასევე 2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამართული პილოტირების შედეგები.

ფორუმის ორგანიზატორია: კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC, კარგი მმართველობის ინსტიტუტი GGI და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ICCC.

პროექტი ხორციელდება 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ GGLD ფარგლებში.

 

ნანახია: 563 - ჯერ