სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/330163145_1417765579051212_868777594845981784_n.jpg

სოფელ ჩრდილში ახალი სკოლა აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარის საჯარო სკოლასთან შერწყმული სოფელ ჩრდილის დაწყებითი სკოლის მშენებლოსთვის ტენდერი გამოცხადდა.

სკოლის მშენებლობისთვის 1,109,149  ლარია გათვალისწინებული.

20 მოსწავლეზე  გათვლილი სკოლის  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ელექტრონული ტენდერი, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

 პროექტის მოსამზადებლად და სამშენებლო სამუშაოებისთვის  17 კალენდარული თვე არის გათვალისწინებული.

მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად განსაზღვრულია 5,  ხოლო სამშენებლო სამუშაოებისთვის 12 კალენდარული თვე.

სოფელ ჩრდილში სკოლის მოსწავლეები ამ დროისთვის ალტერნატიულ ფართში სწავლობენ.

 

 

 

 

 

ნანახია: 438 - ჯერ