სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfgjhwasdasd.jpg

წიფასა და გედსამანიაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერიამ, მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან ერთად განხორციელებული მუშაობის შედეგად, უკვე შეძლო დაფინანსების მიღება, რომლითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში წიფასა და გედსამანიაში გზების რეაბილიტაცია მოხდება.

მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ორ მაღალმთიან სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ხარაგაულის მერიას 510 051 ლარი უკვე გამოეყო.

 კობა ლურსმანაშვილი: - ყოველწლიურად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით გამოიყოფა თანხები მუნიციპალიტეტებისთვის. ამ კუთხით, აქტიური გახლავთ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი პაატა კვიჟინაძე, რომელიც უშუალოდაა საბჭოს წევრი. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ხარაგაულმა მიიღო თანხა, რომლითაც ორ სოფელში წიფაში და გედსამანიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვგეგმავთ.

მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა, თანხაც გამოყოფილია და მერიის შესაბამისი სამსახურები მალე დაიწყებენ პროცედურებს ტენდერის მოსამზადებლად.“

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დრომდე, მთის საბჭოს დაფინანსებით ხარაგაულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა.

,,გასულ წელს სოფელ ჩრდილში ორი პროექტი განხორციელდა, მანამდე ზვარეში, ასევე გედსამანიასა და ბჟინევში, რომელიც დასასრულებელია. ასევე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა ნუნისში და ცხადია ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს ამ პროექტებით.

მთავარი არის ერთი რამ, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ არ აქვს ეს ზონა დატოვებული. ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არაა თვით დაიმედებული, რომ ყველაფერი კარგადაა, ცხადია კიდევ ბევრი საჭიროებაა და ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ.

ვფიქრობთ, ორ-სამ წელიწადში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგებას მაღალმთიან დასახლებებში სრულად დავასრულებთ. უპირველესი მოთხოვნაა იყოს გზა, ამის შემდეგ, ვეცდებით სხვა საჭიროებები დავაყენოთ პრიორიტეტად“- აცხადებს ხარაგაულის მერი.

კობა ლურსმანაშვილი საუბრისას მოლითი-ჩუმათელეთი - ფონას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის თემასაც შეეხო.

,,პროექტი უპასუხისმგებლო კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო წლების განმავლობაში ვერ განხორციელდა.

ამ ეტაპზე, ტენდერი დასრულებულია და შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს. საერთო ღირებულებით, ამ გზის რეაბილიტაციისთვის 87 მილიონი დაიხარჯება".

 

 

 

 

ნანახია: 294 - ჯერ