სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0619.JPG

რა? სად? როდის? ზამთრის სერიის ფინალური შეხვედრა დასრულდა

დავით ჩადუნელის ექვსეულმა მაყურებლის წინააღმდეგ ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა.

თამაშს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც გუნდს ზამთრის სერიის თამაშებში ღირსეული გამარჯვება მიულოცა.

ვარლამ ჭიპაშვილი: - ,,ვულოცავ გუნდს ღირსეულ გამარჯვებას, მივესალმები აქტიურ მაყურებლებს, პროექტის გულშემატკივრებს. მიხარია , რომ ხარაგაულში ინტელექტუალური რესურსი დიდია. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ვაფასებთ გონიერ ადამიანებს.

მადლობა მამუკა ჭიპაშვილს ახალი და საინტერესო ინიციატივებისთვის. ხარაგაულის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ ინტელექტუალური ხასიათის პროექტებს.“

გუნდის წინაშე, სპეციალური კითხვით წარსდგა მწერალი, გიზო თავაძე.

დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, კობა ყრუაშვილი, ბესო დავაძე, ვასილ კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი.

ზამთრის სერიის თამაშების მოაზროვნედ, ვასილ კიკნაძე დასახელდა.

დავით ჩადუნელის გუნდმა საზოგადოებას გუნდური და საინტერესო თამაში შესთავაზა.

ხარაგაულის მერიის სახელით გამარჯვებულ გუნდს 500 ლარი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისგან 100 ლიტრი საწვავი გადაეცემა.

ზამთრის სერიის ფინალური თამაშის დასასრულს გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრები გადასცეს მერის მრჩეველმა, ვალოდა კელენჯერიძემ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა,მანანა ტაბაშიძემ.

სამუსიკო სკოლის დირექტორის , ლალი ალექსიძის მიერ სიმბოლური საჩუქარი გადაეცა თამარ ფცქიალაძეს.

ვერა ოდიკაძის გუნდი დააჯილდოვა საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა, ლაურა გოგოლაძემ.

,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიაში 4 გუნდი თამაშობდა.

თამაშების მხარდამჭერი გახლდათ, ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

 

ნანახია: 380 - ჯერ