სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/645asdasd.JPG

მერის პირველმა მოადგილემ, დედის დღე, ომში დაღუპული გმირის დედას, მიულოცა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ხვიჩა მუმლაძის დედას 3 მარტი მიულოცა.

ვარლამ ჭიპაშვილი გმირის დედას, მზია მუმლაძეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად ესტუმრა, ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები მიართვა და სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

გმირულად დაღუპული მეომრის ხსოვნის პატივსაცემად სოფელი ყოველ გაზაფხულს ხვიჩაობას აღნიშნავს. ხვიჩაობა სოფელ სარგვეშში მაისის პირველ შაბათს აღინიშნება.

მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.

ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.

 

ნანახია: 304 - ჯერ