სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45as45da65das.JPG

ხარაგაულის სოფლებში თოვლის დნობამ მეწყრული პროცესები გამოიწვია

თოვლის დნობის და წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხარაგაულის სოფლებში.

მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, გადაადგილების პრობლემა შექმნა  რამდენიმე სოფლის საუბნო გზებზე.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციაში, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და ეცნობა შექმნილ მდგომარეობას.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

 ,,ხარაგაულის მერია მუშაობს და აღრიცხავს  ზიანს. მეწყრული უბნების რეაბილიტაციის მიზნით, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ვფიქრობ,  რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე მოხდება გზის კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია."

ამ ეტაპზე ხარაგაულის სოფლის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა ამ დრომდე რჩება შიდა საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება.

მეწყრული პროცესების გამო პრობლემები შეიქმნა ფონა - ჩუმათელეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ხარაგაულის მერიის, იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციის, ხაშურის მერიის და საავატომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, კონტრაქტორი კომპანია ,,არალის“ მიერ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. მიწის მასის ჩამოშლა პერიოდულად ახლდება, რის გამოც გზის აღნიშნული მონაკვეთი მუდმივი ყურადღების ქვეშ რჩება.

მეწყრული პროცესები განვითარდა ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე. 

აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექ-სი-გრუპი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია ცალმხრივი მოძრაობა.

ნანახია: 346 - ჯერ