სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kojsgksdg.JPG

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს,  3 მარტი  მიულოცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, და მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მრავალშვილიან დედებს 3 მარტი პირადად მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს.

 

კობა ლურსმანაშვილი:

 

,,ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ჩვენი ყურადღება მრავალშვილიანი დედების მიმართ გამოგვეხატა. ხარაგაულის მერია ყოველთვის გამოირჩევა მათდამი მხარდაჭერით , თუმცა დღეს ჩვენ შევეცადეთ მათთვის სიხარული გვეჩუქებინა.

თითოეულ დედას ვულოცავ დედის დღეს! ვფიქრობ, დედობა უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია ცხოვრებაში“.

 

მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.

 

ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.

 

ნანახია: 449 - ჯერ