სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/czx.JPG

დავით დევდარიანი სამოქალაქო ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ხარაგაულის მერის ბრძანებით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის კოორდინატორად , მერის მოადგილე დავით დევდარიანი განისაზღვრა.

დღეს დავით დევდარიანმა პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.

 დავით დევდარიანი:  ,,მოლოდინი მაქვს, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას გასულ წელთან შედარებით,  კიდევ უფრო მეტი წარმატებით განვახორციელებთ. მიღებული გამოცდილება მეტ მოტივაციას გვაძლევს.

გვექნება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სოფლებში, სადაც მოსახლეობას მერიის გადაწყვეტილების მიმღები პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხებენ."

სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა პროგამის განხორციელების თითოეული ეტაპი დეტალურად განიხილეს და საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს.

სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

საპროექტო წინადადებების მიღება - 9 მარტი - 21 აპრილი;

საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილი - 1 მაისი;

კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისი - 16 მაისი;

გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისი- 31 მაისი;

საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.

მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული;

სოციალური; სპორტული;

პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები.

საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

,,სამოქალაქო  ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

9 მარტიდან  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  kharagaulinews.ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინიციატივებს წარმოადგენენ.

საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით.

საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15

ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.

 

 

ნანახია: 343 - ჯერ