სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2080.jpg

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი და მერის მოადგილე დავით დევდარიანი.

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები წარაუდგინა დასამტკიცებლად.

საკითხი ბიუროს წევრებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა.

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში 178 პროექტი განხორციელედება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 890 000 ლარს შეადეგენს, რომელსაც შემდეგ მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 234 000 ლარი დაემატა.

როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა, სოფლის კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

 დღეს,  ბიუროს წევრებს  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა  „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ ხელმძღვანელმა, ჰამლეტ ბერაძემ.

სხდომაზე ასევე მოისმინეს 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც  მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს.

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომხსენებელი:

მარინე ხვედელიძე

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მომხსენებელი: ბესიკ კვირიკაშვილი

3.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ

მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე

ნანახია: 197 - ჯერ