სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/Capture.PNG

დღეს მზის შვილების დღეა

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ხარაგაულის მერია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ყოველ წელს უერთდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანების მიმართ  თანადგომას და მხარდაჭერას გამოხატავს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.

დაუნის სინდრომის 2023 წლის მსოფლიო გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

კამპანიის  მიზანია  საზოგადოებაში გაავრცელოს დაუნის სინდრომის მქონე პირების კონკრეტულ  გზავნილები:

ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება;

ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა შეცოდების ობიექტები;

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის!

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.

 ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

დაუნის სინდრომი პირველად მეცნიერმა ჯონ დაუნმა აღწერა.

 დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

ჭრელი  წინდები დაუნის სინდრომის სიმბოლოდ მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო იქცა. მოგვიანებით, იდეამ კამპანიის სახე მიიღო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

 

 

ნანახია: 761 - ჯერ