სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2267.JPG

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

სხდომას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.

სდომაზე იმყოფებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც,  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში 178 პროექტი განხორციელდება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 890 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შემდეგ მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 234 000 ლარი დაემატა.

 სხდომაზე ასევე განხილული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ საკითხი, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა წარადგინა.

ნანახია: 683 - ჯერ