სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/IMG_2369.jpg

25 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა.

ახალგაზრდებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა.

მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

„დიდი პატივია ჩვენთვის დღეს თქვენთან ყოფნა, ჩვენი მომავალი თაობა ხართ თქვენ. სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისათვის რომ საუკეთესო გარემოში ისწავლოთ და ამავე დროს იყოთ მოტივირებულები. განათლებულ თაობაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. გვახარებს თქვენი წარმატება, ნიჭიერება და გამორჩეულობა. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. გვიყვარხართ და იცოდეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია არის თქვენს გვერდით.“

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე:

„ყველაფერში აქტიურები ხართ და წარჩინებულები. გილოცავთ და გისურვებთ ასეთი გამორჩეულები და კარგები იყოთ. თითოეული ჩვენგანი დაინტერესებული ვართ იმით, რომ თქვენ ისწავლოთ და იყოთ წარმატებულები. სწორედ ამიტომ, წელს და გაისად, ხარაგაულის ყველა სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და საშუელება გექნებათ ისწავლოთ საუკეთესო გარემოში და წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.“

ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, პედაგოგებმა და მშობლებმა.

სოფელ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბერაძე: - „ძალიან დიდი მადლობა განათლების სამინისტროს, რომ ასეთი პროექტი არსებობს. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ეს ჯილდო დავიმსახურე და ჩემი შრომის დაფასებაა. მომწონს ეს ინიციატივა, რადგან მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს რომ განავითარონ უნარები და ეს უნარები გამოიყენონ სასკოლო პროცესში. ვურჩევ მოსწავლეებს დაისახონ მიზნები სწორად, ყველაფერი გააკეთონ მათ მისაღწევად და ჯილდოებსაც დაიმსახურებენ.“

ლეპტოპები 25-მა ხარაგაულელმა მოსწავლემ მიიღო.

პორტატული კომპიუტერები გადაეცათ:

1.მარიამ დევდარიანი - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

2.თამარ ხარატიშვილი - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

3.ზურაბ დუგლაძე - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

4.ლიზი დევდარიანი - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

5.კესო იჩქიტიძე - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

6.მარიამ ტაბატაძე - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

7.შოთა ზვიადაძე - სოფელ კიცხის საჯარო სკოლა;

8.დემური ბერაძე - სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა;

9.მაია ლომიძე - სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა;

10.ნათია ლომიძე - სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა;

11.მარიამ ბერაძე - სოფელ ბორის საჯარო სკოლა;

12.ლანა შუბითიძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

13.ქეთი ბარბაქაძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

14.გიორგი ბლიაძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

15.ელენე გორგაძე- სოფელ ბორითის საჯარო სკოლა;

  1. ლუკა ტაბატაძე - სადგურ მარელისის საჯარო სკოლა;

17.გიორგი მაქაძე - სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა;

18.გიორგი მაქაძე - სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა;

19.გიორგი ხაჩიძე - სოფელ ხევის საჯარო სკოლა;

20.ლანა სამხარაძე - სოფელ ხევის საჯარო სკოლა;

21.ჯაბა გრიგალაშვილი - სოფელ ხევის საჯარო სკოლა;

22.გვანცა წიქარიშვილი - სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლა;

23.ნინო ბარბაქაძე - სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლა;

24.ანი ნიქაბაძე - სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა;

25.ჯაბა ხიჯაკაძე - სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა.

 

ნანახია: 822 - ჯერ