სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_7.jpg

კობა ლურსმანაშვილმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ეროვნული გმირის  მონუმენტი და  საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა ლურსმანაშვილი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი ახალგაზრდებს მერაბ კოსტავას, როგორც ეროვნული გმირის და ლიდერის შესახებ ესაუბრა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ყველამ უნდა მივიღოთ სამაგალითოდ მერაბ კოსტავას ცხოვრება, მისი განვლილი გზა და გმირობა. დღევანდელ დღეს ჩვენ ერთნაირად გვეუფლება ტკივილიც და სიამაყეც,  ის იყო  შეუვალი და უკომპრომისო ლიდერი, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია თაობებიდან თაობებს გადავცეთ ეს ეროვნული სულისკვეთება“.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ  მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი.

ნანახია: 657 - ჯერ