გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომის მიზნით, ხარაგაულის მერიასა და ა(ა)იპ ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის და ხელშეწყობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მემორანდუმით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს, მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან და ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან , თეა ბერიძესთან ერთად გაეცნო.
მემორანდუმის ფარგლებში, ხარაგაულში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ,,გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომა“ განხორციელდება.
კობა ლურსმანაშვილი:
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ჩვენ მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პროექტს და მისი წარმატებულად განხორციელების მიზნით მოხდა მემორანდუმის გაფორმება.“
ანა ჩაფიძე:
ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველა ქმედება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს ხარაგაულის მაცხოვრებელი გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ამ პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერიის მხარადაჭერა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით.
შესაბამისად მემორანდუმი, რომელიც დღეს დაიდო მიზნად ისახავს ხარაგაულისთვის მომზადდეს სპეციალური მოდული, რომლითაც სპეციალისტები იმუშავებენ.“
პროექტი ერთი წელი გაგრძელდება.