სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss.jpg

ხარაგაულის მერიამ 50 უსინათლოსთვის სპეციალური ტიფლოტექნიკა შეიძინა

ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულელი უსინათლოებისთვის სპეციალური ტიფლოტექნიკის შეძენა, მერიის სოციალური პროგრამით დაფინანსდა.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ლომიძე ხარაგაულის მერს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

,,ხარაგაულში გვყავს 71 უსინათლო, აქედან 50 არის მკვეთრად გამოხატული, ხოლო დანარჩენი მნიშვნელოვნად შეზღუდული მდგომარეობის უსინათლო გახლავთ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბატონ კობა ლურსმანაშვილის მხრიდან. ტემპერატურის გასაზომ თერმომეტრში ჩატვირთული არის ხმოვანი პროგრამა , რომლის საშუალებითაც ტოტალურად უსინათლო სრულიად დამოუკიდებლად ყოველგვარი დამხარების გარეშე, ისინჯავს ტემპერატურას. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, გასულ წელს, ხარაგაულის მერიამ 6 ერთეული წნევის ხმოვანი აპარატი შეიძინა.

სამომავლოდ გვსურს ტოტალურად უსინათლოთათვის დაგვიფინანსონ  წნევის ხმოვანი აპარატების , ხოლო  დიაბეტიანებისთვის ხმოვანი გლუკომეტრების შეძენა.

სამედიცინო ტიფლოტექნიკა უსინათლოებისთვის უმნიშვნელოვანესია“- ამბობს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ლომიძე.

ბენეფიციარების იდენტიფიცირება და შერჩევა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ლომიძემ უზრუნველყო.

ტიფლოტექნიკის ნაწილი  ადგილზე მოსულ ბენეფიციარებს მერიის ჯანმრელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში გადაეცათ.

 

 

ნანახია: 623 - ჯერ