სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/414674185_395812716452187_923044324036464078_n.jpg

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25  იანვარს  დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე.

ხარაგაულში სულ 79  სოფელია.

9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი  2  სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს.

პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი  იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3tLTNzM

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:

▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა )

▪ სარწყავი სისტემები

▪ სანიაღვრე არხები

▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები

▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები

▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები

▪გარე განათება

▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

▪ ამბულატორიის შენობები.

▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი.

▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით.

▪  წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

▪  სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა

▪  მინიჰესი

▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება.

აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD

 რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ.

ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება.

ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

 

 

ნანახია: 732 - ჯერ