სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1ASFASF11.png

საუკუნის პროექტის განხორციელება დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის  დამაკავშირებელი  ცენტრალური გზის 25კმ-ინი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 96 000 000(96 მილიონი) ლარად შეასრულებს.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მოსახლეობას საუკუნის პროექტის განხორციელებას ულოცავს.

 ,,გილოცავთ საუკუნის პროექტის განხორციელების დაწყებას ეს ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტი სრულიად შეცვლის და გამოაცოცხლებს ხარაგაულის ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის ცხოვრებას.“

ნანახია: 1001 - ჯერ