სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/371032154_687656203388644_961232675884301016_n.jpg

23 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონორის აქცია გაიმართება

ხარაგაულის მერიის ორგანიზებით , 23 თებერვალს სისხლის უანგარო დონორის აქცია გაიმართება.

აქცია სლოგანით ,, გაუზიარე სიცოცხლე , გაიღე სისხლი“ , შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ - ს მომართვის საფუძველზე ჩატარდება.  

,,სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. სისხლის კომპონენტები საჭიროა ლეიკემიის , ანემიის დიაგნოზის მქონე პაციენტებითვის , ავტოკატასტროფაში მოხვედრილ დაზარალებულთათვის, მაღალტექნოლოგიური ქირურგილი ჩარევების დროს  და სხვა. იმედს გამოვთქვამთ დადგებით ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე და მონაწილეობას მიიღებთ სისხლის უანგარო დონორის აქციაში“- ვკითხულობთ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში.

სისხლის უანგარო დონორის აქცია მერიის კულტურის სამსახურში, 11 საათზე დაიწყება.

,,ჭეშმარიტად ქველმოქმედნი არიან ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე: მითუმეტეს დასაფასებელია ღვაწლი მათი , ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“ - სრულიად საქართველოს კატალიკოს პატრიარქი ილია II”

 

ნანახია: 308 - ჯერ