სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2365.JPG

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში ( დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე)  საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მხატვრული კითხვის და საესტრადო წრის ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და საყვარელ და ძვირფას დედებს ყვავილები მიართვეს.

ღონისძიება მხატვრული კითხვის წრის პედაგოგს , ლალი შარაშენიძეს მიჰყავდა.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა , საესტრადო წრის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია და ხმის ოპერატორი დავით კვირიკაშვილი.

ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნანახია: 208 - ჯერ