სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg

ცხადდება კონკურსი - „სუფთა რეგიონი 2023“

კონკურსს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -

საქართველო“  აცხადებს.

გთხოვთ ჩაერთოთ კონკურსში, და მოგვაწოდოთ ფოტოსურათი შემდეგი თემატიკის მიხედვით: სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი,ქუჩა, ეზო, აივანი, ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო,სუფთა ლურჯი ნაკადული. 

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ პირველად  პროექტი

„დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა და თავიდან მხოლოდ 4 ნომინაციას მოიცავდა (ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა და სოფელი).

საზოგადოების აქტიურობამ  ნომინაციების რიცხვი გაზარდა.

2023 წელს კონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ

ნომინაციებში:

  • „სუფთა რეგიონი“
  • „სუფთა მუნიციპალიტეტი“
  • „სუფთა ქალაქი“
  • „სუფთა სოფელი“
  • „სუფთა ქუჩა“
  • „ლამაზი ეზო“
  • „ლამაზი აივანი“
  • ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო“
  • სუფთა ლურჯი ნაკადული.

კონკურსში მონაწილეებს შესაძლებლობა გაქვთ  გადმოგზავნონ ფოტო და ვიდეო მასალები ელ. ფოსტაზე: xaragauli.meria.qonebismartva@gmail.com მიმდინარე წლის 18 მარტამდე.

აღსანიშნავია,რომ კონკურსის შდეგად პრიორიტეტული გახდა ნარჩენების მართვა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სტიქიური

ნაგავსაყრელების შემცირებას და მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე

სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირის

წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის. საზოგადოების აქტიურობის შედეგად გაზარდა

ნომინაციების რიცხვიც.

 

ნანახია: 396 - ჯერ