სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5401.JPG

ხარაგაულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

 

დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  9 აპრილის სკვერში,  მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა ლურსმანაშვილი:

,, გილოცავთ 9 აპრილს, როგორც გამარჯვებული ბრძოლის დღეს, და იმავდროულად ქედს ვიხრი ჩვენი წამებული გმირების წინაშე.

ქართველები გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა.

ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებები ვიცით , მაგრამ 9 აპრილი გახლდათ საოცრად ძლიერი ბრძოლა, რომელმაც პრაქტიკულად ჩვენ სანუკვარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ამ ბრძოლაში გამორჩეულია ხარაგაულელების წვლილი, ელისო ჭიპაშვილის სახით.

მინდა ახალგაზრდებმა, იცოდნენ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება,  ამიტომ უფრო მეტი გზა უნდა დავუთმოთ განათლებას, ნიჭიერებას, რათა ეს ქვეყანა აღმშენებლობის გზით წავიყვანოთ და ჩვენთვის სასურველი, ძლერი სახელმწიფო შევქმნათ.“

9 აპრილის სკვერში, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).

ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა.

1989 წლის, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

 გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

ნანახია: 274 - ჯერ