სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/447543071_8048654131832105_3947898975230732232_n.jpg

ახალგაზრდული ,,ოდოენი“-ს საკონკურსო თემად ,,ფესვები“ დასახელდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“ გაიმართა.

კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში 10.00 საათზე დაიწყო  და  18.00 საათზე დასრულდა.

კონკურსში  12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

 საკონკურსო თემად ,,ფესვები“ დასახელდა. 

იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური  სამ საუკეთესო ნაშრომს 10 დღეში გამოავლენს.

ჟიურის თავმჯდომარეა პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში არიან – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.

ლიტერატურული კონკურსი  ჰიმნით გაიხსნა,  რომელიც ,,ოდოენის“ გულშემატკივარმა და მეგობარმა, პატარა ხელოვანმა, ანა ჭუმბურიძემ შეასრულა.

ლიტერატურული  კონკურსი ახალგაზრდული „ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართა.

 

ნანახია: 278 - ჯერ