სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfbdb.png

ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტი 25 სოფლის მოსახლეობას ემსახურება

მოქალაქეების გადაადგილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ხარაგაულის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერიამ 9 სვლა - გეზი შეისყიდა.

მომსახურების შესყიდვა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სოფლებში არსებული მდგომარეობის გაანალიზების და  მოქალაქეების მომართვიანობის შედეგად იგეგმება.

უახლოეს დღეებში,  მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს  წყალაფორეთი - ვარძია-ხიდარი-კიცხი-დაბა ხარაგაულის  და ლეღვანი -დაბა ხარაგაულის მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულის მასშტაბით 25 სოფლის მოსახლეობას უწევს მომსახურებას.

  1. სოფელ ნადაბურიდან სოფელ   ხევის, ბორითის, უბისის, სარგვეშის და ბაზალეთის გავლით ხარაგაულამდე
  2. ზვარე - ხარაგაული
  3. დაბა-თეთრაწყარო -კიცხი  
  4. სოფელ გედსამანიიდან, სოფელ ხუნევის, გავლით სოფელ ხევამდე და ხევიდან ახალი ავტობანის გავლით სოფელ ვერტყვიჭალამდე და შემდეგ სოფელ ვერტყვილის, საქასრიის, ბორითის, მაქათუბნის გავლით სოფელ უბისამდე, და უკან სოფელ ხევამდე.
  5. სოფელ ნუნისიდან, სოფელ ჩრდილის და სოფელ ზვარეს გავლით - მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე.  
  6. ხარაგაული -სხლითი - ვანი - საღანძილე - დაბა ხარაგაული.
  7. სოფელ ვახანი - სადგური ვახანის წყალი.
  8. ხარაგაული - საღანძილე - დიდვაკე - ლეღვანი - დიდვაკე - საღანძილე - ხარაგაულის მიმართულებით.
  9. წყალაფორეთიდან ვარძია-ხიდარი-კიცხი-დაბა ხარაგაულის მიმართულებით.

              

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაწერილი მარშუტების შესაბამისად მგზავრობის ღირებულებად განსაზღვრულია 1 ლარი.

დღემდე ამ მომსახურებისთვის ხარაგაულის მერიამ 103,580  ლარი დახარჯა.

ნანახია: 669 - ჯერ