სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9454.JPG

დღეს საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“ ფინალი გაიმართა

დღეს ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“  ფინალი გაიმართა.

ფინალში ხარაგაულის 22 საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობდა.

თამაშის პირველი ეტაპის შემდეგ სამი ფინალური მონაწილე შეირჩა, რომელთაგან გამარჯვებული ბლიც კითხვების შედეგად გამოვლინდა.

საუკეთესო სამეულში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი  - ანა ტაბატაძე,      მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე

მეორე ადგილი  - თამაზი ხაჩიძე, მეორე საჯარო სკოლის  მოსწავლე

მესამე ადგილი - ანი ჭანკოტაძე, ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე

გამარჯვებულები და პროექტის მონაწილეები, მოსწავლეთა სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, მარინა ვეფხვაძემ და პროექტის იდეის ავტორმა , მარიკა ხარატიშვილმა დააჯილდოეს.

პროექტი მეორე წელია , რაც არსებობს და ის მოსწავლეებში, წახალისებას, მოტივირებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება.

 

ნანახია: 560 - ჯერ